1966 წლის ქართული ფილმი, რომლის რეჟისორია ნიკოლოზ სანიშვილი, ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ ლეილა აბაშიძე და თენგიზ არჩვაძე.
siuJeti
ხევსურეთში ფილმს იღებენ. მთიელთა ჩვევებს უკეთ რომ ეზიაროს, მთავარი როლის შემსრულებელი, ესტრადის პოპულარული მომღერალი, ლალი მინდელი სოფელში ხევსურულად გადაცმული, ცხენზე ამხედრებული დადის. იგი შემთხვევით ინჟინერ ვახტანგს შეეჩეხება და თავს ხევსურ მზევინარად გააცნობს. როლში შესული, ვახტანგს დაარწმუნებს, რომ ლალი მინდელი მისი ტყუპი დაა... მზევინარით მოხიბლული ვახტანგი მზად არის მისი გულისთვის ხევსურეთში გადასახლდეს. ლალი მიხვდება, რომ ორმაგ თამაშში სახიფათოდ შესტოპა, მას თავის კონცერტზე დაპატიჟებს და სცენაზე მზევინარად გადაცმული გამოვა. ვახტანგი მიხვდება, რომ ნიჭიერი მსახიობი, ლალი მინდელი შეჰყვარებია და თავის გულუბრყვილობაზე გაეღიმება.
ixileT aseve
დამდგმელი რეჟისორი
ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორი
პეტრე გრუზინსკი
ნიკოლოზ სანიშვილი
როლებში
ლეილა აბაშიძე
თენგიზ არჩვაძე
ლალი მესხი
ვახტანგ კიკაბიძე
კოტე დაუშვილი
იპოლიტე ხვიჩია
ნუნუ მაჭავარიანი
ელენე ყიფშიძე